პოზიცია: კომუნიკაციის სპეციალისტი
კომუნიკაციის სპეციალისტი იმუშავებს კომპანიის დირექტორის ხელმძღანელობის ქვეშ.
ძირითადი მოვალეობები:
კომუნიკაციის სპეციალისტის ძირითადი ვალდებულებაა კომპანია “მენტორ ტრეიდინგის” კომუნიკაციის არხების მართვა. კერძოდ:
- სოციალური გვერდების და ვებგვერდის მართვა:
- სოციალურ გვერდებზე საინფორმაციო და სარეკლამო ტიპის პოსტების შექმნა და განთავსება, კომენტარების მონიტორინგი და პასუხის გაცემა;
- კომპანიის ვებ გვერდზე (mentortrading.ge) არსებული ლაივ მესინჯერ ჩატის მართვა (შემოსული შეკითვებზე კომუნიკაცია);
- კომპანიის E-mail ის მართვა:
- შემოსული წერილების წაკითხვა, ანალიზი და პასუხის გაცემა;
- კლინტების, ასევე დაინტერესებული პირების საინფორმაციო ბაზის შექმნა;
- საინფორმაციო, კომპანიის სიახლეების შესახებ და სხვა მსგავსი წერილების შედგენა და დაგზავნა;
- სატელეფონო კომუნიკაციის მართვა:
- არ იგულისხმება შემოსული ზარების პასუხი;
- სატელეფონო კომუნიკაცია კლიენტებთან კომპანიის სასწავლო კურსებისა და სხვა მომსახურების შესახებ (კომუნიკაციის სპეციალისტი გაივლის ერთ კვირიან მომზადებას მენტორ ტრეიდინგში);
- კლიენტებსა და კომპანიას შორის კომუნიკაციის მართვა:
- საჭიროებიდან გამომდინარე, შეხვედრის ორგანიზება ტრენერებთან ან კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
მოთხოვნები:
ა) განათლება: უმაღლესი;
ბ) გამოცდილება: მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება – საურველია მოვალეობების ნაწილში ჩამოთვლილი მიმართულებებით;
გ) უნარები: ქართულად გამართული წერა და მეტყველება; თავისუფალი, ლაღი კომუნიკაციის უნარი; სოციალური ქსელების მართვა;
დ) ენები: ქართული – ძალიან კარგად. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმალური კომუნიკაციის დონეზე;
სამუშაო ადგილი და განრიგი:
ქ. ბათუმი, შპს “მენტორ ტრეიდინგი”
სამუშაო დღეები (ორშაბათი – პარასკევი): 10:00 – 18:00
შრომის ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: ყოველთვიურად, 1 000 ლარი საშემოსავლოს ჩათვლით;
- ბონუსის სისტემა: ყოველთვიურად, +2% თითოეული კლიენტის მიერ შეძენილი სასწავლო პროგრამის ღირებულებიდან. კომპანიის ვებ გვერდზე, ძირითად მენიუში, გთხოვთ იხილოთ “პროგრამები”;
- საგამოცდო პერიოდი: არ იგულისხმება. კანდიდატი დაუყოვნებლივ შეუდგება ანაზღაურებად სამუშაოს გადამზადების გავლის შემდეგ;