“BASIC ” წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ძირითად სასწავლო კურსს. პროგრამის ხანგრძლივობა 40 საათია და ის შესაძლებელია გადანაწილდეს იდივიდუალურად, სასწავლო მოდულების მიხედვით, თქვენთვის შესაფერისი დღეების და გადახდის გრაფიკის მიხედვით:

    სასწავლო მოდული #1: ყველაფერი ფასის ქცევით ვაჭრობაზე

    ღირებულება: 600 ლარი

    ხანგრძლივობა: 6 სასწავლო დღე, თქვენთვის შესაფერისი გრაფიკით

    რა არის ფასის ქცევა? საფონდო ბირჟაზე, ამა თუ იმ ფინანსური ინსტრუმენტის ფასი მოძრაობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გავლენით: ა) ფუნდამენტური ფაქტორების და ბ) მყიდველებისა და გამყიდველების ქცევის, ანუ მათ მიერ ყიდვა გაყიდვის მოცულობების შესაბამისად. ჯამში ამ ორი ფაქტორით ფასის მოძრაობა „ფასის ქცევის“ სახელით არის ცნობილი. ფასის ქცევის ანალიზი და მისი გამოყენება ვაჭრობაში, ეს არის ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგცემთ მაღალი ხარისხით შეძლოთ მომავალში ფასების მიმართულების პროგნოზი და შესაბამისად მიიღოთ შემოსავალი ვაჭრობიდან.

    სასწავლო მოდული #2: ყველაფერი ტრენდით ვაჭრობაზე

    ღირებულება: 600 ლარი

    ხანგრძლივობა: 6 სასწავლო დღე, თქვენთვის შესაფერისი გრაფიკით

    ტრენდი ფასის მოძრაობის მიმართულებაა. ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის ფასი, ნებისმიერ დროს გარკვეულ ტრენდშია. სიღრმისეული ცოდნა ტრენდით ვაჭრობის შესახებ გაცილებით მეტია ვიდრე მისი მიმართულების შესაბამისად სავაჭრო პოზიციების გახსნა. ჩვენ შეგასწავლით თუ როგორ განასხვავოთ ტრენდი ბაზრის დროებითი კონსოლიდაციისგან, თუ როგორ განსაზღვროთ მისი რეალური ცვლილებები და ეფექტურად გამოიყენოთ ეს და სხვა მრავალი სხვა ფაქტორი თქვენს სასარგებლოდ.

    სასწავლო მოდული #3: ყველაფერი ინდიკატორებით ვაჭრობაზე

    ღირებულება: 600 ლარი

    ხანგრძლივობა: 6 სასწავლო დღე, თქვენთვის შესაფერისი გრაფიკით

    სავაჭრო ინდიკატორები მათემატიკური ინსტრუმენტებია, გამოთვლები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვსახოთ ფასების დიაგრამაზე. ისინი გვეხმარება საფონდო ბაზრის მნიშვნელოვანი ნიშნებისა და ტენდენციების გამოვლენაში. დღეს ხელმისაწვდომია ათეულობით ფასიანი და უფასო ინდიკატორი. ჩვენ შეგასწავლით თუ რომელი ინდიკატორებია ეფექტური, რა დროს უნდა გამოიყენოთ ისინი და როგორ უნდა გამოიყენოთ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმატებით ვაჭრობისთვის.

    სასწავლო მოდული #4: გრაფიკული ნიმუშებით ვაჭრობა

    ღირებულება: 400 ლარი

    ხანგრძლივობა: 4 სასწავლო დღე, თქვენთვის შესაფერისი გრაფიკით

    ჯერ კიდევ წინა საუკუნის ოციანი წლებიდან მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბირჟაზე ფასების მოძრაობის განმეორებადი ნიმუშები, რომლებიც ტიპიური გრაფიკული ნიმუშების სახით არის ცნობილი. მცდარია მოსაზრება, რომ საკმარისია ასეთი ნიმუში შევამჩნიოთ და შეიძლება რეკომენდირებული მიმართულებით სავაჭრო პოზიციის გახსნა. წარმატებული ვაჭრობისთვის აუცილებელია გვქონდეს რეალური ცოდნა თავად ნიმუშების შესახებ, ისევე როგორც ცოდნა მათი სწორად გამოყენების თაობაზე.

    სასწავლო მოდული #5: თანხისა და რისკის მენეჯმენტი

    ღირებულება: 400 ლარი

    ხანგრძლივობა: 4 სასწავლო დღე, თქვენთვის შესაფერისი გრაფიკით

    არ არსებობს ანალიზი და პროგნოზი რომელიც აბსოლიტური სიზუსტით განსაზღვრავს ბირჟაზე ფასების მოძრაობას. ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ ფასი არასასურველი მიმართულებით წავიდეს. წარმატებული ვაჭრობა ეს არა მხოლოდ ანალიზის და პროგნოზირების ხელოვნებაა არამედ სავაჭრო ბალანსის და ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების ეფექტური მართვა. ჩვენ შეგასწავლით რა თანხით გახსნათ სავაჭრო პოზიცია თქვენი სავაჭრო ბიუჯეტიდან გამომდინარე. როგორ, სად და რა ნიშნულებზე უნდა განათავსოთ წაგების დასაშვები ზღვარი და მინიმალური მოგების ნიშნული.

    სასწავლო მოდული #6: ფუნდამენტური ფაქტორების გამოყენება ვაჭრობაში

    ღირებულება: 100 ლარი

    ხანგრძლივობა: 2 სასწავლო დღე, თქვენთვის შესაფერისი გრაფიკით

    ფუნდამენტური ფაქტორები ეს არის ნებისმიერი მაკრო თუ მიკროეკონომიკური მოვლენები რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ამა თუ იმ ფინანსური ინსტრუმენტის ფასის მიმართულების ჩამოყალიბებაზე. ჩვენ შეგასწავლით რომელი ფუნდამენტური ფაქტორებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონკრეტულ აქტივებთან მიმართებაში, სად შეგვიძლია მიიღოთ მათზე ამომწურავი ინფორმაცია, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ფაქტორები პრაქტიკულ ვაჭრობაში და მრავალი სხვა.

    “BASIC” კურსის სრული ღირებულება:

    • სასწავლო კურსის სრული ღირებულება 2,700 ლარია. სურვილის შესაბამისად, გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ და შეისწავლოთ ზემოთ მითითებული ცალკეული მოდულების სახით. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია დაიცვათ მითითებული თანმიმდევრობა.
    • კურსის ერთიანად შეძენის პირობებში განიხილება ინდივიდუალური ფასდაკელება.
    • მოქმედებს თიბისი ბანკის 0% იანი, 3 დან 12 თვემდე განვადება.