გახდით მენტორ ტრედინგის კლუბის წევრი და მიიღეთ ღირებული მომსახურების პაკეტი ყოველთვიურად. კლუბის წევრობა ერთის მხვრივ საშუალებას გაძლევთ მუდმივ კონტაქტში იყოთ სხვა ტრეიდერებთან, ხოლო მეორე მხვრივ მიიღოთ:

  • ექსპერტების კვალიფიცირებული რჩევა;
  • მაღალი ხარისხის სავაჭრო სიგნალები;
  • ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი;
  • სავაჭრო “რობოტების” მომსახურება;

MT კლუბის წევრობა განსაკუთრებით რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც გააჩნია მინიმუმ “BASIC” დონის ცოდნა და ვაჭრობს რეალური თანხებით. ძირითადი პაკეტებია:

  • გრძელვადიანი ფუნდამენტური ანალიზი თვეში ერთხელ, ერთ სავჭრო ინსტრუმენტზე: 100 ლარი თვეში
  • კვირაში საშუალოდ 3 – 5 კონკრეტული სავაჭრო სიგნალი: 50 ლარი თვეში
  • კვირაში საშუალოდ 2 სავაჭრო პოზიციის ანალიზი Mentor Trading-ის ექპსერტებთან ერთად: 40 ლარი თვეში
  • ე.წ. “სავაჭრო რობოტების” გამოყენება: 100 ლარი თვეში
  • ულიმიტო პაკეტი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პოზიციების მიხედვით: 500 ლარი თვეში

Mentor Trading გაფრთხილებთ, რომ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა განეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის მქონე საქმიანობას. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისას არ არსებობს გარანტირებულად მომგებიანი გარიგება. ყველაზე მაღალი ხარისხის ანალიზიც კი ვერ უზრუნველყოფს 100% იანი მოგების ალბათობას. გაითვალისწინეთ, რომ ყოველ გარიგებაში არის წაგების რისკი რომელსაც ჭირდება მართვა. ჩვენს მიერ სასწავლო პროგრამებში გადმოცემული ცოდნა და უნარები, ასევე ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის, სავაჭრო სიგნალების და ე.წ. სავჭრო რობოტების სიზუსტე ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ექსპერტების, ასევე სხვა ტრეიდერების მრავალწლიან გამოცდილებას და პრაქტიკაში შეძენილ ცოდნას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ ამ ცოდნით და ზემოთ ჩამოთვლილი პაკეტების გამოყენებით მიღებულ შედეგზე. კომპანიის თანამშრომლების მიერ გაცემული რჩევები ატარებს მხოლოდ და მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს და არ იზიარებს პასუხისმგებლობას თქვენს მიერ ამ რჩევებით მიღებულ ფინანსურ ან რამე სხვა ტიპის შედეგზე.