კომპანიის ხედვა

ჩვენ, კომპანია მენტორ ტრეიდინგში, მოწოდებული ვართ გავზარდოთ თქვენი შესაძლებლობები, გაგაძლიეროთ შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, რომელიც აუცილებელია საფონდო ბირჟებზე წარმატებული ვაჭრობისთვის. ამისთვის მოგაწვდით ხარისხიან, მრავლის მომცველ საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის უნარებს და ექსპერტულ მხარდაჭერას.

კომპანიის ღირებულებები

მენტორ ტრეიდინგის ძირითადი პრიორიტეტი მსმენელების წარმატებაა. ამგვარად ორიენტირებული ვართ როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი მსმენელების შესაძლებლობათა ზრდაზე.

ვცდილობთ მუდმივად გავაუმჯობესოთ სასწავლო კურსები. შევიმუშაოთ მათი გადმოცემის ინოვაციური და ეფექტური გზები.

საქმიანობასა და მოქმედებებში ვიცავთ ეთიკისა და წესიერების უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენ გვჯერა რომ გამჭვირვალობა, პატიოსნება და სამართლიანობა ის მიდგომებია რომლებიც გვეხმარება თქვენთან, მსმენელებთან ხანგრძლივი, ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში;

ჩვენ გვჯერა საზოგადოებრივი ღირებულებების. ამგვარად, მუდმივად ვზრუნავთ შევქმნათ შესაბამისი სასწავლო გარემო სადაც მსმენელები იმუშავებენ მაქსიმალური კომფორტით, გაცვლიან იდეებს და დაეხმარებიან ერთმანეთს.

კომპანიის მისია და ამოცანები

ჩვენი მისიაა: დაგეხმაროთ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაში; გავხდეთ თქვენი გზამკვლევი და ღირებული მრჩეველი მოცემულ სფეროში; განგარიდოთ ამ სფეროში მოჭარბებულ თაღლითობას, ფუჭ ინფორმაციას და ტყუილ დაპირებებს;

ჩვენი ამოცანაა: მომავალი წლების განმავლობაში ჩამოვყალიბდეთ მაღალი რეპუტაციისა და ხარისხის სასწავლო ცენტრად; გავხდეთ ლიდერი ბაზარზე და წარმატებით ვუპასუხოთ დარგში არსებულ გამოწვევებს; მუდმივად გავაუმჯობესოთ სასწავლო პროგრამები და სერვისები რათა დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები და საჭიროებები.